თეგებით ძიება

"ტელევიზიის დახურვა რომ გაგახარებს და დავლურით ხტომას დაიწყებ, ისე იშიფრები, რომ ის სუს-იც აღარ გაგიკარებს და დარჩები " ზურგის " გარეშე" - მაკა რაზმაძე

 ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე მიმართვას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელევიზია დაიხურა და არა მისი გადაცემა.

"თუ გინდათ გაშიფროთ სუს-ის, მუსის და ა.შ. ყოფილი, ნახმარი და გამოყენებული  და ახლა გამოყენებადი აგენტები, დააკვირდით ხოლმე როცა მზარდი ოპოზიციური პატარა ტელევიზია იხურება, ვინ როგორ ხვდება ამ ამბავს.ეს უტყუარი ტესტია - ჩვეულებრივი ლაკმუსი. საკუთარ ქვეყანაში პატარა ტელევიზიის ფინანსური კრიზისის გამო დახურვა რომ გაგახარებს და დავლურით ხტომას დაიწყებ, ისე იშიფრები, რომ ის სუს-იც აღარ გაგიკარებს და დარჩები " ზურგის " გარეშე. რა გეშველებათ, რაა! ჩემმა კოლეგებმა იციან, რომ პატარა ტელევიზიები ხან იხურება და ხან იხსნება, ჩვენ სულ ვმუშაობთ და ახალ-ახალ გადაცემებს ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიც, თქვენ კი იცხოვრეთ ჩვენზე დაკვირვებით და ამბების მიტან-მოტანით, ტყუილების შეთხზვით. სწორად მაინც გამოიტანეთ აზრი მოვლენებიდან და ისე გაავრცელეთ -ტელევიზია დაიხურა და არა ჩემი გადაცემა. და ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ, რადგან სადაც ერთი კარი იხურება, აუცილებლად იხსნება სხვა იმათთვის, ვისაც შრომა არ ეზარება. თქვენ კი მუდამ დარჩებით სხვისი ცხოვრების შემყურე და განმქიქებელი.

დიდი მადლობა ყველას, ვის თანადგომასაც ყოველთვის ვგრძნობდით, დიდი მადლობა სიყვარულისთვის, იმ გზავნილებისთვის, რომელსაც ყოველდღე ვიღებდი და ახლაც ვიღებ თქვენგან. მადლობა კრიტიკისთვის და წინადადებებისთვის!

ძალიან კარგი ერთი წელი იყო ჩემთვის და ძალიან მიყვარხართ ყველა", - წერს რაზმაძე.

ცნობისთვის, მაკა რაზმაძე "ჯორჯოან თაიმსში" მუშაობდა და გადაცემა " ჩაი მაკა რაზმაძესთან" მიჰყავდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა