თეგებით ძიება

მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გაიწვიეთ ეს კანონპროექტი. ის საჭირო არ არის და არც საქართველოს საუკეთესო ინტერესშია - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოუწოდებს პარლამენტს, რომ "უცხოური გავლენის აგენტებზე" შესული კანონპროექტი გაიწვიოს.

“აშშ, გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი ღრმად შეშფოთებულია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით სტიგმატიზებას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების და გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას. ის, რაც მსგავსი კანონის პირობებში რუსეთში მოხდა. მოვუწოდებთ პარლამენტს დაფიქრდეს ამ კანონპროექტის საჭიროებაზე. ის საჭირო არ არის. ამ კანონს დამანგრეველი გავლენა ექნება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს დაეხმარონ. მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ და გაიწვიეთ ეს კანონპროექტი. ის საჭირო არ არის და არც საქართველოს საუკეთესო ინტერესშია” , -აცხადებს დეგნანი.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

აღნიშნულ კანონპროექტს საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა