კადიროვი გასივდა - რა დაავადება აქვს ჩეჩნეთის ლიდერს?
ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. არსებული ინფორმაციით, მან კრემლში მემკვიდრეც კი წარადგინა.
გამოცემა Bild-ი ჩეჩნეთის ყოფილ ვიცე-პრემიერზე, ახმად ზაკაევზე დაყრდნობით წერს, რომ "პუტინის სასტიკი ბრძანებების შემსრულებელს თირკმლის პრობლემა აქვს".
ზაკაევის ინფორმაციითვე, კადიროვი მოსკოველ სპეციალისტებს არ ენდობა და ექიმი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოიყვანა.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტს 2007 წლიდან იკავებდა, ხოლო 2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.