თეგებით ძიება

"მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ ევროპას, უპირობოდ, ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის!" - რას წერს გურამ შეროზია? (ფოტო)

ბლოგერი, გურამ შეროზია აცხადებს, რომ უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია ევროპის არჩევა.

"2009 წელს პირველად წავედი ევროპაში, ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ფული არ მქონდა, ჰოდა ვიპოვე დაფინანსებული კონფერენცია, გავიმარჯვე და წავედი.

პირველივე შთაბეჭდილება საოცრება იყო, წესრიგი, მენტალიტეტი, განათლების დონე, შეხედულებები, ადამიანების პატივისცემა და უფლებები, ბიზნეს მაინდი, ა.შ.

ყოველ გასვლაზე - ვივსებოდი ახალი თვისებებით, ახლებურად მეხსნებოდა გონება, მეზრდებოდა შრომისმოყგარეობა და უფრო და უფრო დიდ გამოწვევებს ვეჭიდებოდი.

90-იანების პირმშო ვარ, მახსოვს როგორ ვიყავით უხსენებლის ხელში და მის შემდეგ და როგორი გეზი ავიღეთ ევროპასთან დამეგობრების შემდეგ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

მაღალფარდოვნების გარეშე, მარტივად ვიტყვი, ვისაც ევროპას "ზედა მეზობელი" ურჩევნია - უბრალოდ ბნელი ხეპრეა, თან მავნებელი. დიალოგიც რომ აზრს კარგავს ისეთი.

რა თქმა უნდა მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ ევროპას, უპირობოდ, ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის! 

დაფიქსირდით კომენტარებში, მინდა ვიგრძნო, რომ არ ვართ ცოტა", - წერს შეროზია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა