ვინ არის საბურთალოზე დაჭრილი ბიზნესმენი?
თბილისში, მეტროსადგურ „დელისზე“ მდებარედ დაჭრილი კაცი, ალეკო გამჯაშვილია. ბიზნესცენტრის ერთ-ერთი მეწილეა.
არსებული ინფორმაციით, მას 5 ტყვია ფეხის არეში ესროლეს.
თვითმხილველების თქმით, გამჯაშვილს თავს 2 პირი დაესხა, რომლებმაც ტერიტორია სირბილით დატოვეს.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.