"16-წლიანი ემიგრაციის შემდეგ შვილმა ქართველი დედა სახლში არ მიიღო… და ის დღეს ნაინფარქტარი თავშესაფარში ცხოვრობს..." - რა ინფორმაცია ვრცელდება?
"ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე წერს ქართველ ემიგრანტ ქალზე, რომელიც მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ ოჯახმა არ მიიღო.
"მ.ი.წ.ა.შ.ი იაროს ემიგრანტის მასეთმა შვილმა! 16-წლიანი ემიგრაციის შემდეგ შვილმა ქართველი დედა სახლში არ მიიღო… და ის დღეს ნაინფარქტარი თავშესაფარში ცხოვრობს....
ვაჟა-ფშაველა საერთოდ არ გაქვთ წაკითხული, თქვე უვიცო, ვაი შვილებო?
ასე რამ გაგაბოროტათ?!
ფუი, შემირცხვენია თქვენი ადამიანობა, რაც არ გაგაჩნიათ!
ფრთხილად იყავით, კარზე არ დაგიჩოქოთ ცოდვებითა და უბედურებით სავსე ხურჯინგადაკიდებულმა ორკუზიანმა აქლემმა!!!!
ემიგრანტებო, არ მესმის და ვერ ვიგებ დინოზავრები რატომ უნდა განადგურებულიყვნენ ერთ დროს და ზოგიერთი ადამიანი იკავებდეს ისევ დედამიწას ფეხსადგომად...........
ბოდიში, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, უარესს დავწერდი, მაგრამ თქვენი მერიდება....
სიტყვა არ წამოგცდეთ ემიგრანტ დედებზე....
ქართველებს რად უნდათ უცხოსგან მტერობა, ქართველი ისედაც ქართველის მტერია და იმის მაგივრად, რომ მისცენ მხნეობა, გულს ეკალს ასობენ სიტყვებით გესლიანს. ბრიყვნი და უვიცნი ემიგრანტს ლანძღავენ, ტალახში უსვრიან სახელს და ღირსებას, ქართველი დედები ჯან-ღონეს კარგავენ, აქ ქალის სტატუსი ნულამდე მცირდება. შვილების ნატრულნი რის ფასად იტანენ, შრომაში დაღლილნი ხვდებიან განთიადს, სიცოცხლეს წირავენ, თვალს ცრემლით იბანენ, გულს ნუღარ მოუკლავთ, ისედაც დარდიანს. ეკრანზე გამოსვლით ქულებს ნუ დაიწერთ, გეტყობათ, მოირგეთ სცენასთან პარპაში, ქართველი დედები არ გაპატიებენ და სანამ დრო არის, შეწყვიტეთ თამაში. ემიგრანტს დააწვა სარჩენად ბეჭებზე, სამშობლო შიმშილით მიწასთან გართხმული, სიტყვა არ წამოგცდეთ ემიგრანტ დედებზე, არ გაპატიებენ, სული აქვთ ქართული. ასეთი სიტყვებით ემიგრანტს კი არა, საკუთარ თავსა და ღირსებას ილანძღავთ, ენით ვერ აგიღწერთ ემიგრანტ დედების თვალებზე რა ცრემლი და დარდიც მინახავს. მას, ვისაც ქვა ქვაზე არასდროს დაუდევს, ღრეობს და ქეიფობს სხვის დანატოვარით, მათ, ვინაც ემიგრანტს ანდერძი აუგეს, არასდროს ყოფილან შორიდან მგლოვარნი, მათ, ვისაც სიშორე არასდროს სტკენია, არ დასთენებია შვილებზე ფიქრიანს, გამოვლენ სიტყვით და იმ ურცხვი პირებით, ემიგრანტ დედებზე აუგს რომ იტყვიან, მე მინდა ეს ლექსი მათ სილად გავაწნა, იქნება ოდესმე გონს მაინც მოეგონ, შეწყვიტეთ ემიგრანტ დედების გინება, ამ უსამართლობას ბოლო რომ მოეღოს. სამშობლო ისედაც ნატრულად გაგვიხდა, წელში გავიწყვიტეთ ამდენი შრომისგან, დღეს თუ საქართველო წელში გაიმართა, ეს ემიგრანტების წილია ლომისა.
მე, შოთო სიხარულიძე ვამაყობ თითოეული თქვენგანით უღრმესი მადლობა ჩემო თბილო, ტკბილო და გემრიელო ადამიანებო, უამრავი სიტყვა, გრძნობები, ემოციები, დარდი თუ ტკივილი, სიხარული და უთქმელი, მაგრამ ერთმანეთთან დაუფარავად და შეუეჭვებლად, ნდობით ნათქვამი, გაზიარებული, (თითქმის მთელი თუ არა ნახევარზე მეტი მოვდივართ ერთად ) გვითქვამს, გაგვიზიარებია სულის დასამშვიდებლად და იმედიანად გვითქვამს ერთმანეთისთვის… ჩემო ძვირფასებო, აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 11 იანვარს 17 წლის გახდა "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი".
შეიძლება ვიღაცას გადაჭარბებული, მიკერძოებული და ზედმეტად ფეისბუკური ეგონოს ეს მოფერება-სიმართლე, მაგრამ ეს თქვენ ხართ, ჩემო ტკბილებო, ბედნიერება და სიხარული ფიანდაზად თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილზე, დარდი და ტკივილი კი იცოდეთ, ჯილდოა მომავალი ცხოვრების. ასე რომ, თავი ზევით და წინ, სიმშვიდისაკენ და საინტერესო მომავლისაკენ! დაიმუხტეთ პოზიტივით ბედნიერებით.
მე, შოთო სიხარულიძე: ვარ სულით, სისხლით, და ხორცით ქართველი. საქართველოს ყველა კუთხე და საქართველოს ყველა კუთხის თითოეული შვილი ძალიან მიყვარს. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, იხარეთ და იმრავლეთ, სრულიად საქართველო დამილოცოს უფალმა, ყველა ქართველი ადამიანი დალოცოს და დაიფაროს დედა მარიამ ღვთისმშობელმა. თქვენ საქართველოს ღირსეული და საამაყო შვილები ხართ, იდღეგრძელეთ და იმზეგრძელეთ მეამაყებით!!! მინდა, დაგლოცოთ თქვენ ჩემი გულის სითბო ხართ მე მიყვარხართ!!!
facebook-ი გამოირჩევა აგრესიული კომენტარებით… გავოცდი, ამდენი სითბო რომ წავიკითხე ჩემი მისამართით და გავთბი ადამიანურად, თურმე ჯერ კიდევ არიან ნამდვილი ადამიანები თქვენი სახით…. გაეცით, გაეცით სიყვარული უფალმა ბუმერანგივით რომ დაგვიბრუნოს უკან!”, - წერს შოთო სიხარულიძე.