თეგებით ძიება

"ვერ მიიღეს მავნე კანონი, ძალა ხალხშია, არც ხვალ მივაღებინოთ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პარლამენტში, დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ვერ მიიღეს მავნე კანონი. ძალა ხალხშია! და დღევანდელი დღე, ამის დასტურია.

ხვალ აპირებენ.

არც ხვალ მივაღებინოთ“. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისმჯელეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა