თეგებით ძიება

ე.წ. აგენტების კანონი- ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ისტორიულ სურვილს - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

თუ მიიღებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს] მაშინ, მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მერე. მეც აგენტი ვიქნები, ვეღარ ვილაპარაკებ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირამ გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა საფრთხეები შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონი.

ამასთან, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ კანონპროექტი პარლამენტში ვერ გავა.

“საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს ჰქონდეს ნატო-ს ფარი. ამიტომ, ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს ამ სწრაფვას. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სხვადასხვა შეფასებებით და რეფერენდუმებით უნდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრი. არ შეიძლება, რომ საქართველოს პარლამენტი წავიდეს [წინააღმდეგ]. მე მესმის, რომ ის ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტართა უმრავლესობა არ მოიღებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა