თეგებით ძიება
06. 03. 2023 მსოფლიო

OSCE/ODIHR-ი "რუსულ კანონზე" დასკვნას მოამზადებს

ეუთო/ოდირის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტის შესახებ დასკვნას ამზადებენ. მათი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ საერთაშორისო პარტნიორებთან.

"გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია. ოდირი ამზადებს დასკვნას ე.წ უცხოური აგენტების კანონის შესახებ საქართველოში, რათა შევაფასოთ მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე", - წერს ორგანიზაცია Twitter-ზე.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა