თეგებით ძიება

„რუსული კაპიკია თქვენი დიპლომატობისა და აკადემიური სტატუსების ფასი! გრცხვენოდეთ!“ - ვის მიმართავს ნიკა გვარამია?

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ქართველი დიპლომატებისა და სამეცნიერო ელიტების დუმილი სირცხვილია.

„დღეს ყველაზე გამაყრუებელი მაინც ქართველი დიპლომატებისა და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ელიტების დუმილია! 

ეს კონფორმისტული კომფორტ ზონა აღარაა, ეს სამშობლოს ისტორიული ინტერესების ღალატი და შულავერის კომიტეტობაა! რუსული კაპიკია თქვენი დიპლომატობისა და აკადემიური სტატუსების ფასი! 

გრცხვენოდეთ!“ - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისმჯელეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა