ხვალ, დილის 9 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
ხვალ, 7 მარტს 09:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება.
10 საათზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო.
"ყველას გელოდებით ხვალ 9 საათზე პარლამენტთან. 10 საათზე არის ბიუროს სხდომა და მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ მათ შორის ქართულ ოცნებას, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი და ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთი. ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტის შიგნით და გარეთ"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.