ხვალ, 9 საათზე გელოდებით პარლამენტთან - ხატია დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრაზე გადაწყდა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც „აგენტების შესახებ„ კანონის წინააღმდეგ იმოქმედებს.
მისი თქმით, ხვალ, დილის 9 საათზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება ბიუროს სხდომის პარალელურად.
"ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პოლიტიკური და პროდასავლური ძალა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ნამდვილად იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის - არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის წინაშე. ეს საფრთხე არის პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციონ რუსეთად. თქვენ იცით, რომ დღევანდელმა და წინა დღეების პროტესტმა პარლამენტში ნამდვილად მოიტანა ის, რომ შევძელით და არ ჩატარდა ბიუროს სხდომა, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ შეიძლება ამ რუსული კანონის მიღება და ამიტომ, ხვალ, 9 საათზე გელოდებით პარლამენტთან, იმიტომ, რომ ხვალ 10 საათზე არის ბიუროს სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნებას“, ისევე როგორც დღეს, ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი და ეს ქვეყანა არ იქნება რუსეთი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტის შიგნით და გარეთ“, - განაცხადა დასრულების ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისმჯელეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.