თეგებით ძიება

„ღმერთმა დაგიფაროს, მიშა, მაგათი თანადგომისგან და ქებისგან!“ - ხათუნა ხოფერია მიხეილ ყაველაშვილს

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერის მიხეილ ყაველაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, უბრალოდ, ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოხატო მიშა ყაველაშვილის მიმართ.

დღეს იგი ჩვეულებრივი, უფრო სწორედ, ჩვენი სამშობლოს მტრებისთვის წესად ქცეული, ბულინგის სამიზნე გახდა. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, გარკვეული ადამიანების მხრიდან წამოსული ლანძღვა- უზრდელობა - ცილისწამება, პიროვნების სიძლიერის, მართალ კაცობის, სწორ გზაზე დგომის მანიშნებელია.

ღმერთმა დაგიფარის, მიშა, მაგათი თანადგომისგან და ქებისგან!

წარმატებები საქართველოს მსახურებაში!“ - წერს ხოფერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა