თეგებით ძიება

„აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი 9 მარტს განიხილება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ცხელი დღეები გვქონდა ამ დღეებში და როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტების მოქმედებებიდან გამომდინარე, ასეთივე კვირა გვექნება.

ხვალ ასეთი დღის წესრიგი გვექნება: პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, შემდეგ განვიხილავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონს და სხვა მიმდინარე კანონპროექტებს.

რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონს, ორივე კანონს ვგულისხმობ, ალბათ, ამისათვის ჩვენ მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათი გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით.

ხვალ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონის განხილვაც, რომელიც ასევე ვნებათა ღელვის საფუძველი გახდა. ვფიქრობ, რომ ეს კანონი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერეს ემსახურება“, - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა