თეგებით ძიება

"ამ ყველაფერში ეკლესიის და ღმერთის ხსენება დიდი უნამუსობაა" - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი?

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი ე.წ. აგენტების კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ ის მავნებლობაა და აზიანებს საქართველოს მომავალს.

"თუ ჩემი გჯერათ წაიკითხეთ, თუ არ გჯერათ გაატარეთ ეს პოსტი.

ეს კანონი მავნებლობაა და აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. 

არავის აქვს უფლება გადაწყვიტოს ამხელა ისტორიის მქონე ქვეყნის მომავალი ისე როგორც მას (მათ) სურს!

ამერიკული, რუსული, თუ აფრიკული, ეს სიტყვებით თამაშია, მთელი პრობლემა შინაარსშია და იმაში რომ ქვეყნის საბოლოოდ მოგუდვა სურთ და მხოლოდ მაშინ გაუშვებენ კისრიდან ხელს როცა მათ მოუნდებათ მერე ისევ მოუჭერენ...

ეს ყველას ეხება და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს მათ მშობლებს და პედაგოგებს.

კარგად დაფიქრდით რა გვსურს ჩვენი მომავლისთვის.

P.S. ამ ყველაფერში ეკლესიის და ღმერთის ხსენება დიდი უნამუსობაა, ერთი ხელით მომავალს გვართმევენ და თუ შეეპასუხები სატანის მიმდევარი ხარ ხოლო თვითონ წმინდა გიორგები. 

P.P.S ჩვენი ისტორიული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი  სწორედ ამ "აგენტურის" გადარჩენილია", - წერს მომრერალი.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.

აღნიშნულ კანონპროექტს საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა