"ოროსნებისთვის გეოგრაფიაში, გეოგრაფიულად, რუსეთიც ევროპაა...ნეტავ რა გაქვთ ევროპული? თურქ-სელჩუკთა გარეგნობა და ორღობის მენტალიტეტი?" - რას წერს იუნა შაფათავა?
აშშ-ში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას საქართველოს ნეიტრალიტეტი სურს.
"ოროსნებისთვის გეოგრაფიაში, გეოგრაფიულად, რუსეთიც ევროპაა.
ოროსანს და გოიმს გინდ ევროსაბჭოს ვარსკვლავები დაადე, გინდ კრემლის, გინდ ამერიკის და გინდ ჩინეთის.
ნეტავ რა გაქვთ ევროპული? თურქ-სელჩუკთა გარეგნობა და ორღობის მენტალიტეტი?
გოიმი გოიმია და გამყიდველი გამყიდველია.
მე პირადად დაბადებიდან ევროპელი ვარ და რაც შეგნებული თავი მახსოვს, ნეიტრალიტეტი მსურს საქართველოსთვის.
მონა კი შინაგანად სულ მონა დარჩება, პატრონს იცვლით უბრალოდ.
ღირსება და თავმოყვარეობა სად გაქვთ? სულ ვიღაცის ხელიდან როგორ უნდა ჭამოთ.
ყველაზე მეტად ჩვენ ვჭირდებით მათ, სტრატეგიული ‘ობიექტი’ ვართ და აქეთ გვეხვეწონ, რა.
პს ცალკე სტატუსის დაწერა მეზარება- შაქარი
ამოვიღე კვების რაციონიდან, ისევ და ძალიან ფხიზლად ვარ. შაქარი მღლის და მთენთავს", - წერს შაფათავა.