თეგებით ძიება

"თავჩაღუნული ბებო გაბრუნდა...ბიჭმა მე ვყიდულობ წამლებსო და უყიდა. არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ მეამაყება!" - რა მოხდა აფთიაქში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი აფთიაქში მომხდარ ისტორიას აზიარებს და ბიჭზე წერს, რომელმაც უცნობ ბებოს, რომელმაც ძვირად ღირებული წამლის ყიდვა ვერ შეძლო, მედიკამენტი აჩუქა.

"ამწამს ხდება ეს ამბავი. ბებო შემოვიდა ჯპს აფთიაქში, ძვირად ღირებულ წამალზე იკითხა ცალობით თუ მომყიდითო, ფარმაცევტმა არაო და თან დააყოლა, მთლიანი უნდა იყიდო ისე აზრი არააქო.. თავჩაღუნული გაბრუნდა ბებო, მეთქი  ნახევარს მაინც ვუყიდი-მეთქი და ბიჭმა მე ვყიდულობ მთლიან კურსო და უყიდა. აი, არ ვიცი, ეს ბიჭი ვინ არის, მაგრამ მეამაყება !! მადლობა, რომ არსებობ!!", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა