"დაიძინე და ვეღარ გაგაღვიძეს“ - ბათუმელი დიზაინერი, რუსუდან მახარაძე გარდაიცვალა
"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ბათუმელი დიზაინერი, რუსუდან მახარაძე.
"ეს იყო უნიჭიერესი დიზაინერი, დიდბუნებოვანი ქალბატონი, უღალატო მეგობარი, ჭეშმარიტი, მორწმუნე, მოყვასი, ბუნებით ერთგული, გონიერი და უაღრესად კეთილშობილი. ის მხოლოდ იბრძოდა და უანგაროდ, უხმაუროდ ემსახურებოდა თავის საყვარელ პროფესიას. მისი ნათელი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, დროს ეჯიბრებოდა, ჩქარობდა, უნდოდა, სიცოცხლეში ბევრი რამ მოესწრო...
რამდენიმე დღის წინ წერდი, დედის დღეს რომ დედა გენატრებოდა... დე!!! ძალიან მიყვარხარ და მენატრები უსაშველოდ, მიჭირს უშენობა, გაუსაძლისიაო... დაიძინე და ვეღარ გაგაღვიძეს... რამხელა სიმწარე დაუტოვე ოჯახს... ულმობელმა ცხოვრებამ ალბათ დაგასნეულა და თვალებშიც სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი უბედურება...“ - წერს შოთო სიხარულიძე.