"შენ თავზე ზედმეტს იღებ, გუშინ ხომ მოხგვდა?" - ხმაური პარლამენტში (ვიდეო)
პარლამენტში ისევ ხმაური და დაძაბულობაა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე არ უშვებენ. სხდომაზე შესვლა სურთ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.
"პარლამენტის წევრი ვარ და შესვლის უფლება მაქვს. ეგ არის სისხლის სამართლის დანაშაული, გუშინ ხომ მოგხვდა. შენ თავზე ზედმეტს იღებ. შენ ფურფუტა შენ“... - მიმართა ვაშაძემ პირს, რომელიც უსაფრთხოებას აკონტროლებს.
ცნობისთვის, 10:00-ზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, სადაც პლენარული სხდომების დღის წესრიგს დაამტკიცებენ. სწორედ ამ თემაზე სურდა ოპოზიციას აზრის გამოხატვა.