"ახლა, დადექით და იძახეთ - ევროპას ვკარგავთო! თქვე გრანტის მათხოვრებო!“ - რას წერს ხათუნა ხოფერია?
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
ის პრემიერს მადლობას უხდის.
"მადლობა, ირაკლი! დიდი მადლობა!
ვუსმენდი და ვფიქრობდი, ახლა, მიშა ან მიშას რომელიმე "კრიშა" რომ იდგეს ამ ტრიბუნასთან, რაზე გააკეთებდა აქცენტებსთქო?!
უფ, უფ, იქნებოდა ჩვენ ეს გავაკეთეთ, მე ეს შევძელი, მე მაგარი ვარ, მე... მე... მეეე....
ჰო და, ირაკლი ღარიბაშვილი-ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრი- იდგა ტრიბუნასთან და ჰყვებოდა საქართველოს სიდიადის ფაქტებს! ძეგლს უდგამდა თავის სამშობლოს! არც ერთი სიტყვა საკუთარ წისქვილზე დასხმული, არც ერთი სიტყვა ფულის გამოძალვის მიზნით ნათქვამი!
ტრიბუნასთან იდგა ამაყი საქართველოს- ამაყი შვილი!
ტრიბუნიდან მსოფლიოს მიმართავდა ღირსეული საქართველოს ღირსეული პრემიერი!
ამეტირა...
ახლა, დადექით და იძახეთ- ევრიპას ვკარგავთო!-თქვე გრანტის მათხოვრებო!
P.S.
შოთა არველაძეს, ქალბატონ მზექალა შანიძეს, ბატონ რისმაგ გორდეზიანს მინდა ვკითხო:
ბატონებო, მიხვდით, რა სხვაობაა ღარიბაშვილის ევროინტეგრაციასა (რომელიც აუცილებლად იქნება) და თქვენ არჩევანს შორის?...
ხვდებით, რომ ღირსების დაკარგვის გარეშეც არის შესაძლებელი ისტორიული მისიისკენ სწრაფვა!
ამას გულისტკივილით ვამბობ... დიდი სინანულით და ტკივილით", - წერს ხათუნა ხოფერია.