აღნიშნული კანონი ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოსას. ეს არ არის კარგი კანონი - რას ამბობს აშშ?
"აღნიშნული კანონი ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოსას. ეს არ არის კარგი კანონი", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ტოდ რობუნსონიმ ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.
"აღნიშნული კანონი ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოსას. ეს არ არის კარგი კანონი", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.