თეგებით ძიება

როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა - შალვა პაპუაშვილი

არავის სიამოვნებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმია - როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურის სამსახურს. ეს დღეები არ იყო ადვილი მათთვის. პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი კოლეგებისგან ხშირად მოგვისმენია პარლამენტის აპარატის მიმართ მადლობა. პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან ჩვენი მანდატურები, ამიტომ, თხოვნა მექნება, უპირველეს ყოვლისა, რომ პატივი ვცეთ ჩვენს მანდატურის სამსახურს, დავემორჩილოთ მათ მითითებებს. რთული სამსახურია, რა თქმა უნდა. მინდა მოგიწოდოთ დაემორჩილოთ! კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, განსაკუთრებით, მამაკაც დეპუტატებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა