თეგებით ძიება

უბრალოდ, ვაუ, უსასრულო ქართული კულტურა... გაოგნებულები ვართ - რამ გააოცათ ITB berlin-ის გამოფენის წარმომადგენლები?

ITB berlin-ი გამოფენის ოფიციალური მასპინძლის, საქართველოს გალა-მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართული კულტურით გაოგნებულები არიან.

„უბრალოდ: ვაუ! „უსასრულო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“ – რა შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში!

ეთნოჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა.

გაოგნებულები ვართ!

აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე“, – წერს ITB Berlin-ი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა