"ხვიჩა საქართველოსთვის ლოკომოტივია" - რას წერს გიორგი კეკელიძე კვარაზე?
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და აღნიშნავს, რომ ის არის სიმბოლო, თუ რა განსხვავებაა დასავლეთსა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას შორის.
"თუ გაინტერსებთ თვისობრივი განსხვავება დასავლურ სამყაროსა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას შორის, შეადარეთ ხვიჩა კვარაცხელია რუბინში და ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში, ერთი და იგივე ტალანტი ორ განსხვავებულ გარემოში. ეს ჩემი ინტერვიუა ხვიჩაზე და საქართველოზე ინგლისურენოვან ტაბლოიდთან იტალიაში", - წერს კეკელიძე.