ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში პოლონელი ექიმების ჩართვაზე სამინისტროსთვის არ მიუმართავთ - რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში პოლონელი ექიმების ჩართვაზე სამინისტროსთვის არ მიუმართავთ.
„არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ჩემთვის ჯერ არავის მოუმართავთ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი ექიმი ჩამოეყვანათ, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამ შეთავაზებაზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი შეთავაზება ძალაშია",- აღნიშნავს მინისტრი.
ცნობისთვის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.