თეგებით ძიება

პირველ რიგში, საჭიროა მთელი ამ აჟიოტაჟის დაცხრობა - რატი ბრეგაძე "რუსულ კანონზე"

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონპროექტებზე" განაცხადა, რომ აუცილებელია აღნიშნული აჟიოტაჟის დახშობა.

"დამშვიდდით, ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად არის და იმაზე ბევრად უკეთ იქნება, ვიდრე თქვენ წარმოგიდენიათ. კი ან არას ფორმატში კანონპროექტებზე საუბარი არ არის მართებული. რაც შეეხება კანონპროექტს, უნდა მიიღოს თუ არა, გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იღებს საქართველოს პარლამენტი და პარლამენტი გადაწყვეტს მიიღოს ეს კანონპროექტი თუ არ მიიღოს, ეს წმინდა სამართლებრივი, ფორმალური ნაწილი, ახლა რაც შეეხება ნებისმიერ კანონპროექტს, არა მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ კანონპროექტს, რომელსაც, სხვათა შორის, სხვა სახელი ჰქვია, ვიდრე თქვენ მოიხსენიებთ და მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს.

ნებისმიერ კანონპროექტს აქვს ორი ნაწილი, პირველი, ეს არის პოლიტიკური, მეორე, ეს არის სამართლებრივი, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ ერთ გარემოებას ვაკვირდებით, რომ ძალიან მაღალა არის აწეული პოლიტიკური ტემპერატურა, და სასურველია, რომ ეს დაცხრეს მთელი ეს სიტუაცია, იმისთვის, რომ არგუმენტები, როგორც მომხრეების ამ კანონპროექტის, ისე მოწინააღმდეგეების, გახდეს საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი და მიიღოს ამ ყველაფერმა ჯანსაღი ფორმა. იმისთვის, რომ თქვენც გაიგოთ რაზეა საუბარი, სხვამაც გაიგოს, თავად ადამიანმა გადაწყვიტოს, მიემხრობა ამ კანონპროექტს, თუ არა, პირველ რიგში საჭირო არის მთელი ამ აჟიოტაჟის დაცხრობა და საქმიანი დიალოგი აღნიშნული საკითხის გარშემო", - განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა