თეგებით ძიება

ნუ იჭიმები. წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო! - პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერსა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძის განცხადების გაკეთებისას დარბაზში რეპლიკები ისმოდა, რის შემდეგაც ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა – „ეს ხალხი დარბაზიდან გაიყვანეთ“.

ამის შემდეგ ვაშაძემ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა. „ნუ იჭიმები. წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო. მიდი, ბურთი გააგორე, ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი წამსვლელია ყველაფერზე. თქვენი ოჯახის წევრებთან გექნებათ პასუხი მოსათხოვნი“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა