ჩხუბი პარლამენტში - დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს "ქართული ოცნების“, "ხალხის ძალის“ და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატ გიორგი ვაშაძეს შორის.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
პარლამენტთან ყველა სფეროსა და პროფესიის წამომადგენლები არიან შეკრებილები და ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.