თეგებით ძიება

როცა საზოგადოებას არ აქვს სწორი ინფორმაცია, ხან ერთ ფეხზე დააყენებენ, ხან მეორეზე - დიმიტრი ხუნდაძე

ჩვენც ვადასტურებთ, რომ საზოგადოების აზრი არის უცვლელი, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ თავაწეული, ორ ფეხზე მდგარი, ღირსეულად და არა ისე, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ცალი ფეხით და რაღაცა რყევით, რევოლუციური გზებით უნდა მივაღწიოთ მთავარ მიზანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ჩვენ შემოვიტანეთ კანონპროექტი, რომელიც ემსახურება, უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობას, რაში იხარჯება ქვეყნის გარედან შემოტანილი ფული. ოპოზიცია თავიდანვე შეთანხმდა, თვითონაც გააჟღერეს და მათ ქმედებებშიც ჩანდა, რომ ისინი არ აპირებენ შინაარსში შემოსვლას, აპირებდნენ მხოლოდ ხმაურს. ეს იმიტომ, რომ საზოგადოებას არ მიეღო ის ინფორმაცია, რაზეც ჩვენ კანონპროექტის განხილვის დროს ვგეგმავდით საუბარს. საკითხი არის, უნდა იცოდეს თუ არა ამ ფულის მიზნობრიობა, მისამართი და ძირითადი მიზანი, რისთვის უნდა იყოს ის გამოყენებული. ოპოზიცია ამბობს, რომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ ეს და თუ მას ეს აინტერესებს უნდა მიაკითხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან ფინანსთა სამინისტროს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა