თეგებით ძიება

გურამ მაჭარაშვილმა სალომე სამადაშვილს წიგნი ესროლა - რა გახდა პოლიტიკოსების დაპირისპირების მიზეზი?

პარლამენტარმა, გურამ მაჭარაშვილმა საკუთარ კოლეგას, სალომე სამადაშვილს წიგნი ესროლა.

ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც "ლელოს" დეპუტატი სასესიო დარბაზიდან გადიოდა და მიხეილ ყაველაშვილისთვის "საჩუქრად" მიტანილი წიგნი მის მაგიდაზე დადო.

ამ დროს ყაველაშვილი დარბაზში არ იმყოფებოდა, თუმცა მისმა თანამოაზრემ, გურამ მაჭარაშვილმა წიგნი აიღო და სამადაშვილის მიმართულებით ისროლა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა