თეგებით ძიება

არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! - ნინო ლომჯარიას სპეციალური განცხადება

არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, „აგენტებად", „უცხო სუბიექტებად" და "გამყიდველებად", "გამყიდველები" იქნებით თქვენ! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, "აგენტებად", "უცხო სუბიექტებად", დასავლური მისწრაფებების და ღირებულებების მქონე ადამიანებად და "გამყიდველებად", რომლებმაც ეს მისწრაფებები რუსული სტილის სახელმწიფოს ფორმირებამდე დაახურდავეს. "გამყიდველები" იქნებით თქვენ, თითოეული დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერთ ამ საშინელ განზრახვას და ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მოგექცევათ, როგორც გამყიდველებს. არ გიშველით თქვენი მორყეული პროპაგანდა. ნუ გაუკეთებთ ამას ქვეყანას და საკუთარ თავს, მძიმე იქნება თქვენთვის და თქვენი შთამომავლობისთვის ეს შედეგები, არავინ მემეტება ამისთვის!

ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა, წაგებულ ომში ხართ!“-  განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა