თეგებით ძიება

"მე ვწყვეტ ყველანაირ პოლიტიკურ აქტიურობას“ - რას წერს ლალი მოროშკინა?

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იგი წყვეტს ყველანაირ პოლიტიკურ და მედია აქტიურობას.

"ჩემმა ბავშვობის  მეგობრებმა დახოცეს ერთმანეთი!

ჩემი კოლეგები ცოცხლად ატყავებენ ერთმანეთს!

ადრე,ვერა-ვაკე-საბურთალოს საძმოში რომ ქიშპობა იწყებოდა, სკოლის მერე ვიკრიბებოდით და ვფიქრობდით,როგორ ჩაგვექრო ცეცხლი.

ჩაგვექრო, კი არ გაგვეღვივებინა!!!

დღეს,არავინ ცდილობს ხალხის დაწყნარებას,თითქოს ფარდის იქით კმაყოფილი  სატანა ხელებს იფშვნეტს....

ისევ კავკასიური ცარცის წრე!

ვინ გავგლიჯო?

ჩემი ქვეყანა?

ჩვენი შვილები?

7წლის ვიყავი ბებიამ გერმანიაში რომ წამიყვანა.

ყოველ ზაფხულს 3თვით ევროპაში ვიყავით,მაშინ ეს ფუფუნება მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო.

17წლის ასაკში დედამ ამერიკაში მამოგზაურა,ზუსტად ორი წლის მერე ჩემი მამინაცვალი თალეს შონია NASA-ში მიიწვიეს,იქიდან კი გერმანიის სამხედრო ბაზაზე.ჩემი ძმა ერეკლე შონია ბერლინში,

გოეთეში სწავლობდა.ჩემი  უფროსი შვილი ნახევრად გერმანიაში იზრდებოდა.

მერე იყო ზაარბრიუკენის უნივერსიტეტი,  სანათესაოს საფრანგეთში ემიგრაცია,ჩემი დების არჩევანი-შვეიცარია და მე,რომელმაც მყარად გადაწყვიტე საქართველოში სოფლის აღორძინება!

მიუხედავად იმისა,რომ პარიზშიც,ნიცაშიც და ჟენევაშიც ჩემი კუთხე-კუნჭული მაქვს, მირჩევნია სუფსაში ევკალიპტი გავაშენო და სიღნაღში ნასახლარები აღვადგინო!

ესაა ჩემი გეოგრაფია.

მე კარგად მახსოვს 90-იანები,

ჩემს სანათესაოდანაც გაუკრავთ ხელი იარაღზე. მე არ მინდა ამ ისტორიის გაგრძელება.

ერთი თმის ღერი -ერთი ქართველის თავიდან-სამუდამო შავი ლაქაა ჩვენს ისტორიაში.

დღეს ესკალაციის არნახული ტემპია.

დღეს არავინ ცდილობს მხარეების შერიგებას.

პირიქით!

ვიღაცა აქეზებს ჩვენს შვილებს,ვიღაც გულს უხეთქავს ჩვენს მშობლებს...

ჩემი საუკეთესო მეგობრები მტრად წაეკიდნენ ერთმანეთს!

აღარც იუმორი ჭრის,აღარც შეგონება,არც ახსნა და არც განმარტება. 

ასე,ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ მტრის დაკვეთას და ქართველს-ქართველს ვაძულებთ.

მე ვემიჯნები ყველანაირ ესკალაციას,

სამოქალაქო დაპირისპირებას,

ძმათა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო გარჩევებს.

მე ვემიჯნები ძალადობას!

ყველამ იცოდეს,იარაღი რომ გავარდეს,ერთი მხრიდან თურქეთი შეგვიტევს და მეორე მხრიდან რუსეთი!

ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა დახოცეს ერთმანეთი,ჯერ მხოლოდ სიტყვიერად...

როცა ბრძოლას სატანა უკვეთავს,უმეგობროს,  უსამშობლოს და ურწმუნოს ათამაშებს...

ჩემი მეგობრების,კლასელების,ჯგუფელების სისხლით  ისედაც საკმარისად გაჯერებულია ქართული მიწა.

შეჩერდით!!!!!

P.S. მე ვწვეტ ყველანაირ პოლიტიკურ და მედია აქტიურობას.

ჩემი მეგობრები,ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დადგნენ.

მათი დაკარგვა -თავის დაკარგვის ტოლფასია.

მე წავედი სოფლად...", - წერს ლალი მოროშკინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა