დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებულია.
„შემთხვევითი არ არის, რომ იგივე მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში, მათი პარტიების, მაგალითად ნაცმოძრაობის რეიტინგი შეადგენს 7-დან 10%-მდე, სხვა დანარჩენი პარტიების კი 2%- ქვემოთ. მე მესმის მათი.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია: 50 და 60%-ზეა ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.