თეგებით ძიება
07. 03. 2023 ვიდეო

"არ ჩამოხვიდე, არ მინდიხარო... ავადმყოფი ქალი ვარ, არავის აღარ ვუნდივარ...მაგალითი აიღეთ ჩემგან" - რას ამბობს დედა, რომელიც 16-წლიანი ემიგრაციის შემდეგ შვილმა უარყო

16-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ნინო გვაზავა, რომელსაც ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობა შეერყა, ვაჟიშვილმა აღარ მიიღო და დღეს თავშესაფარში ცხოვრობს.

როგორც გვაზავა "იმედის კვირასთან" ამბობს, ის საქართველოში მოემგზავრებოდა, როდესაც თვითმფრინავში ინფარქტი მეორეჯერ განუვითარდა, სამშობლოში დაბრუნებული მეგობრის შვილმა წაიყვანა საავადმყოფოდან, საკუთარმა შვილმა კი უარყო.

"ამხანაგის შვილმა რომ გაიგო, საავადმყოფოში ვიყავი, მოვიდა და თავისთან წამიყვანა სახლში. გაიგეს სადაც ცხოვრობდა ჩემი შვილი, მოძებნეს. მე ხომ გითხარი არ ჩამოხვიდე, რატო ჩამოხვედი, რისთვის ჩამოხვედი, არ მინდიხარო. მაგალითი აიღეთ ჩემგან, ავადმყოფი ქალი ვარ, არავის აღარ ვუნდივარ, თქვენც არ დაუშვათ იგივე შეცდომა, რაც ჩემმა შვილმა დაუშვა", - ამბობს ნინო გვაზავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა