თეგებით ძიება

"ეუბნებოდნენ დაიჩოქეო და არ იჩოქებდა...მინდოდა გცოდნოდათ ამ კაცის გმირული საქციელის შესახებ" - აფხაზი გლეხის უცნობი წერილი პატრიარქს

ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტის შესახებ წერს.

"1994 წელს აფხაზეთიდან პატრიარქის სახელზე საიდუმლო წერილი მოვიდა.

აფხაზი გლეხი წერდა,  რომ 1993 წლის  27 სექტემბერს ტყიდან ურმით შეშა მიჰქონდა რა დროსაც დაინახა, რომ ერთერთ  ხიდთან ადამიანებს ხვრეტდნენ. "ერთს რუსულად  ეუბნებიდნენ დაიჩოქეო და არ იჩოქებდა. მრავალჯერ გაუმეორეს და არცერთხელ არ დაიჩოქა. უცნაური სახელი ჰქონდა და რომ არ დამვიწყნოდა ასანთს წავუკიდე, ჩავაქრე და ნამწვავით კოლოფზე მისი სახელი ჟიული დავწერე. გამაოცა მისმა სიმამაცემ, სამშობლოს სიყვარულმა და  მინდოდა გცოდნოდათ ამ კაცის გმირული საქციელის შესახებ და ამიტომ გიგზავნით ამ წერილს" 

აი ეს წერილი გამოაგზავნა აფხაზეთიდან აფხაზმა გლეხმა პატრიარქის სახელზე. ეს ისტორია ჟიული შარტავას დამ მომიყვა, როცა მასზე გადაცემა მოვამზადე. შემდეგ ეს წერილი შევარდნაძის კანცელარიაში მოხვდა და იქ დაიკარგა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ ორი გმირის ისტორიაა  ეროვნული გმირის ჟიული შარტავასი და აფხაზი გლეხის რომელმაც ეს ამბავი ჩვენამდე საიდუმლო წერილით მოიტანა.

დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა", - წერს ჟურნალისტი.

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახვრიტეს..


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა