უკრაინის ომი არ სრულდება, 20% უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და 100 ათასობით ადამიანი არის დაღუპული - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულება. მისი თქმით, ომში მყოფმა ქვეყანის ტერიტორიების 20% უკვე ოკუპირებულია.
"ძალიან რთული რეალობაა მთელ მსოფლიოში. უკრაინის ომი არ სრულდება, 20% უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და 100 ათასობით ადამიანი არის დაღუპული. ერთი ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ამ ფონზე ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ეჭვი არ გვეპარება, რომ ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. აი, ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. ქვეყანაშ იქნება მშვიდობა, სტაბლურობა და განვითარება," - თქვა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვარს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.