თეგებით ძიება

"გაუმარჯოს ევროპას და საქართველოს ევროპაში!... მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი" - დავით გოგიჩაიშვილი

ტრენერი, ყოფილი ტელეწამყვანი, დავით გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც საქართველოს ევროპულ არჩევანს უჭერს მხარს.

"მაშასადამე,

გაუმარჯოს ევროპას და საქართველოს ევროპაში!

მაშასადამე, არ გაუმარჯოს არაფერს, რაც ამ გზაზე ხელის შემშლელი იქნება

მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი 

I'm Georgian and therefore, I'm European", - წერს გოგიჩაიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

„ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა