თეგებით ძიება

გულდასაწყვეტია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა, კუპონიც კი თავის დროზე უფრო მყარი იყო - არჩილ თალაკვაძე

გულდასაწყვეტია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის მთავარმა ნაწილმა წარმოუდგენელი ინფლაცია განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ კუპონიც კი თავის დროზე უფრო მყარი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბატონი გოცირიძე, ქალბატონი დეკანოიძე ვერ გიშველით და ვერ შეასრულებს თქვენს მისიას. მოიყვანეთ თქვენ მიერ არჩეული ახალი სარდლობა, დევგმირები, რომლებიც ციხე-სიმაგრეების დამსხვრევით იმუქრებოდნენ, დასხედით და მონაწილეობა მიიღეთ დებატებში, კამათში, აჩვენეთ ხალხს, რა შეგიძლიათ და რა ოპონენტები, რა ოპოზიცია ხართ. ჯერჯერობით ამას ვერ აკეთებთ. სამწუხაროა, რომ პარლამენტში არყოფნისა და ყოფნის დროს, დესტრუქციაში ხართ გაჭედილი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა