თეგებით ძიება

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას.

„მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის გავაკეთო შემდეგი განცხადება და ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო ამ კანონპროექტზე. თქვენ იცით, რომ ორი ვერსია არის შეტანილი პარლამენტში. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე ე.წ. ამერიკული ვერსია. როგორც მე ამიხსნეს, ამერიკული კანონის თარგმნა მოხდა და ამის გადმოტანა ჩვენს რეალობაში. ამერიკაში ეს კანონი მიიღეს 1939 წელს, თუ არ ვცდები და მას შემდეგ მოქმედებს, არსებობს. ვფიქრობ, არავის არ გასჩენია სურვილი იმისა, რომ განეკითხა ან განესაჯა, თუ რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა