თეგებით ძიება

"საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე უნდა გაწყვეტილიყო რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა" - რას წერს ნინო ნადირაძე?

კლინიკა "ვივა-მედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში "უცხოური აგენტების" კანონპროექტის განხილვას ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე უნდა ყოფილიყო მიღებული ლუსტრაციის კანონი და ახლა უკვე ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი იქნებოდა.

"საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე უნდა მიღებული ყოფილიყო ლუსტრაციის კანონი, გაწყვეტილიყო რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა, დადგენილი ყოფილიყო ყველა ფულის წარმომავლობა, ვინ საიდან და როგორ აღმოჩნდნენ ფაბრიკა-ქარხნების და სხვა ქონებების მფლობელები ასე უცებ, როცა სსრკ-ს პირობებში მაქს ხელფასი, ალბათ, 1000 მანეთი იყო, უნდა გასაჯაროებულიყო კასრების კადრები, გამოძიებული ყოფილიყო ყველა დანაშაული და ევროპის ნაწილი დიდი ხნის წინ ვიქნებოდით ახლა კი ასეთი მოცემულობაა - ბო*ი რომ ტრუსიკის ამოწევას მოასწრებს და ქალიშვილი ვარო რომ ყვირის", - წერს ნინო ნადირაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა