თეგებით ძიება
07. 03. 2023 მსოფლიო

სად აღმოაჩინეს უძველესი 2200 წლის წინანდელი უნიტაზი? - მეცნიერები გაოცებული არიან (ფოტო)

სად გამოიგონეს უნიტაზი? აქამდე მიიჩნეოდა, რომ თანამედროვე უნიტაზები ვიქტორიანულ ინგლისში გამოიგონეს, თუმცა არქეოლოგებმა ჩინეთში აღმოაჩინეს საჭირო ოთახი, რომელიც სავარაუდოდ, ერთ-ერთი უძველესია.

საოცარი აღმოჩენა ქალაქ იუეიანში, სასახლის ნანგრევების გათხრისას გააკეთეს ჩინეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა.

ტუალეტი დაახლოებით 2200-2400 წლის წინანდელი უნდა იყოს, ხანის დინასტიის დასაწყისის პერიოდის. აღმოჩენა ფრიად დამაინტრიგებელია, რადან მიიჩნეოდა, რომ თანამედროვე უნიტაზები ვიქტორიანულ ინგლისში გამოიგონეს.

ანტიკურ ხელსაწყოთა დიზაინის ექსპერტის, ფან მინიანგის განცხადებით, ტუალეტი საკმაოდ დახვეწილია, რადგან აქვს წყლის დრენაჟის ის სისტემა, რომელსაც დღესაც ვიყენებთ.

უნიტაზის ავზი, დამსხვრეული ნაწილები და მილი, რომლითაც გარე ორმოში ფეკალიები გამოედინებოდა, შარშან ზაფხულში აღმოაჩინეს. „მდიდრულ ობიექტს“ სავარაუდოდ მხოლოდ სასახლის ბინადარი მაღალი კლასის წარმომადგენლები იყენებდნენ.

გათხრების ჯგუფის წევრის, ლიუ რუის განცხადებით, უნიტაზის ყოველი გამოყენების შემდეგ, მოახლეებს მისი ავზი წყლით უნდა აევსოთ.

„ეს გახლავთ ჩინეთში აღმოჩენილი პირველი და ერთადერთი უნიტაზი. დანახვისთანავე ყველა გაოცებული ვიყავით, შემდეგ კი სიცილი აგვიტყდა“, — ამბობს ლიუ.

წყარო: პირველი არხი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა