თეგებით ძიება

"გიორგი ანწუხელიძე! ტიმოფეი შადურა! რუსეთი არ იცვლება! რუსეთი ბოროტების და მკვლელობის სათავეა!" - ნიკო მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში წერს უკრაინელ ჯარისკაც, ტიმოფეი შადურაზე, რომელმაც საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ბედი გაიზიარა და რუსი ოკუპანტების ხელით მოკვდა.

"გიორგი ანწუხელიძე! 

რუსებმა უბრძანეს დააბიჯე საქართველოს დროშას და აგინე სააკაშვილს! 

მიიღეს უარი და დახვრიტეს! 

ტიმოფეი შადურა! 

რუსებმა უბრძანეს დააბიჯე უკრაინის დროშას და შეაგინე უკრაინას! 

პასუხი: სლავა უკრაინი!-დახვრიტეს! 

რუსეთი არ იცვლება! რუსეთი ბოროტების და მკვლელობის სათავეა! საქართველო არ უნდა დაბრუნდეს რუსეთში! 

დიდება გმირებს!", - წერს ნიკო მიქაია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის ტებერვალში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა