თეგებით ძიება

"ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ "აგენტების კანონს“ - ნიკოლოზ რაჭველი

თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში "უცხოური აგენტების" კანონპროექტის განხილვას ეხმაურება და მას გმობს.

"ახლა გავიგე კანონპროექტის განხილვას ხუთშაბათის ნაცვლად დღესვე შეუდგნენ, სამწუხაროდ გასტროლზე ყოფნის გამო ვერ ვიქნები პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, მაგრამ მთელი არსით, შეგნებით, ჩემი სამშობლოს ენით აუწერელი სიყვარულით და ერთგული მსახურებით, მომავალ თაობებზე ფიქრითა და წარსულის გააზრებით ვგმობ იმას რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ვგმობ და წინააღმდეგობას ვუცხადებ “აგენტების კანონს” (ორივეს, სამივეს და ნებავთ ხუთი ვერსია რომ შემოგვთავაზონ ხუთივეს!), რადგან უპირველეს ყოვლისა ის ბარიერია დემოკრატიული პროცესების გაძლიერების გზაზე ჩვენს სახელმწიფოში, ჩატეხილი ხიდია ჩვენსა და ჩვენდამი გულშემატკივარ დასავლელ პარტნიორებს, დონორებს, მხარდამჭერებს შორის და რაც მთავარია იწვევს იმ ქვეყნებისა და დიპლომატების უაღრესად ნეგატიურ რეაქციას, რომელთა კეთილგანწყობა გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური კურსის - ევროპულ ოჯახში ინტეგრირების აღსასრულებლად!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა