თეგებით ძიება

ჩემს თანამოქალაქეებს ვეტყოდი, დადექით ისტორიის სწორ მხარეს - ნინო ლომჯარია

გუშინ მოიტყუა „ქართული ოცნება“, როდესაც გვითხრა, რომ ხუთშაბათს განიხილავდნენ კანონს და დღეს დაიწყეს კანონის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის შიშის კანონი. შიშის გამოხატულებაა ისიც, რომ გუშინ მოიტყუა „ქართული ოცნება“, როდესაც გვითხრა, რომ ხუთშაბათს განიხილავდნენ კანონს და დღეს დაიწყეს კანონის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, რომელთა უმრავლესობის არჩევანია ევროპული არჩევანი. ჩემს თანამოქალაქეებს ვეტყოდი, რომ დადექით ისტორიის სწორ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“,- აღნიშნავს ლომჯარია.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა