საქართველომ აფხაზეთის სუვერენიტეტი უნდა აღიაროს - აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველომ აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი უნდა აღიაროს.
“ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ვმონაწილეობთ, ეს ჯერჯერობით ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც აფხაზეთს წარმომადგენლობა აქვს. ერთიანი გუნდით გამოვდივართ რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის საერთაშორისო გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე სტაგნაციაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ პლატფორმაზე მთავარი შედეგის მიღწევა გამოგვივა - ესაა საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერა, ეს არის საქართველოს მხრიდან აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებაზე გასავალი. რადგან დღემდე მედასავლეთეები სეპარატისტებად გვთვლიან”, - თქვა არძინბამ.