თეგებით ძიება

„გამოფხიზლდით! იცოდეთ, რომ დღეს დუმილს ხვალ თქვენი შვილები არ გაპატიებენ“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხალხს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

„გზააბნეული, იაფფასიან ურა-პატრიოტულ პროპაგანდაზე წამოგებული ხალხისთვის ვიმეორებ - როდესაც ხელისუფლება გადის კონსტიტუციური სივრციდან, ეს ნიშნავს, რომ ის აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას.

აქ იწყება პირდაპირი დემოკრატიული პროცესი, რომელიც აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენით.

გამოფხიზლდით! იცოდეთ, რომ დღეს დუმილს ხვალ თქვენი შვილები არ გაპატიებენ“, -წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა