თეგებით ძიება

“პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების დამხობისკენ!” – ხათუნა ხოფერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და წერს.

“ამერიკის საელჩოს პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ!

განსახილველი კანონი ნამდვილად არ არის რუსული, მაგრამ ის დესტრუქცია და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, საქართველოში ომის გაჩაღებისთვის საფუძველის შექმნა, ნამდვილად არის ამერიკის მხრიდან მართული!

ამერიკის საელჩო დღეს საქსრთველოს სახელმწიფოებრიობას და მშვიდობას ებრძვის გუბოზების, ეკა ხერხეულიძეების, ვინმე ნავცლიშვილების და მორალატე, სამარცხვინო ქართველის ხელით!

ჰო და, ხელები შორს ჩვენი სამშობლოსგან!

ამერიკამ თავი შეიკავოს ომის ღია ინსპირაციისგან!

დღეს ამერიკა აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც ნდობის სრული მანდატით სარგებლობდა!

Stop Americ” - წერს ხოფერია.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის საელჩო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის განხილვას.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა