პარლამენტში, სავარაუდოდ, სპეცრაზმი შეიყვანეს
პარლამენტში ავტობუსებით, სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანეს. პარლამენტის ეზოში ამ ეტაპზე სამი ავტობუსი დგას.
ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებენ.