პარლამენტთან დაპირისპირებაა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს
თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის.
"ტვ პირველი" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმიც.
ვითარება საკანონმდებლო ორგანოსთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოცნებამ" ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.