თეგებით ძიება

„ეს არც 14 აპრილია, არც 9 აპრილი და არც 9 მარტი. ეს 1921 წლის თებერვალია ისევ!“ - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებას და წერს.

“ქართულ ოცნებას” ეს კანონი არ სჭირდება იმისათვის, რომ ვინმეს დასაჭერად სახელმწიფო სამართალი გამოიყენოს. შესაბამისად, ნუ შეხვალთ დისკუსიაში ნურავისთან მოცემული კანონის ავკარგიანობის დეტალებზე, ან როგორ იქნება ის გამოყენებული. სისულელეა ეს; უაზრობაა. მთელი ეს პროცესი არის საქართველოს წესიერი მოქალაქეების გამოწვევა საკანის ცენტრში საჩხუბრად, რომ მერე წაგებული ან უხმოდ დაჯდეს პარაშასთან, ან გადაიხვეწოს, ან სასოწარკვეთილი დეპრესიით მოკვდეს.

ეს არც 14 აპრილია, არც 9 პრილი და არც 9 მარტი. ეს 1921 წლის თებერვალია ისევ.

გვახსოვდეს!” - წერს გურული.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი სესიაზე დღეს დაჩქარებული წესით გაიტანა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა